11:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 09:44:15, 405 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: ბორის ნემცოვის საზარელი მკვლელობით შეძრწუნებული ვარ

"ამ საზარელი მკვლელობით შეძრწუნებული ვარ",-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია უზრუნევლყოფილი იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. 

"გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ქერიმ თქვეს. ნამდვილად შეძრწუნებული ვარ ამ საზარელი მკვლელობით. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულ და დროულ გამოძიებას",-აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს,  რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics