10:19 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 18:01:26, 761 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადის 2С3 „აკაციის“ ბატალიონმა საარტილერიო საველე სწავლება დაასრულა. საბრძოლო სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და II საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე დაესწრნენ.

დასკვნითი სწავლების დროს არტილერისტებმა საბრძოლო სროლები გეგმურ და არაგეგმურ მიზნებზე განახორციელეს. დასავლეთის სარდალმა 2C3 ბატალიონის პირადი შემადგენლობის მომზადება მაღალ დონეზე შეაფასა და სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

საარტილერიო სწავლება 210-მა სამხედრო მოსამსახურემ ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. ათდღიან სწავლებაში 8 ერთეული 2С3 ტიპის თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი „აკაცია“ იყო ჩართული. სამხედრო მოსამსახურეებმა ბატალიონისა და ბატარეის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით და შეფასებით დაასრულეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics