2015-02-28 03:47:46, 462 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: სხვა ერების მეგობარი და რუსეთის პატრიოტი დავკარგეთ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება.
"ბორის ნემცოვი რამდენიმე კვირის წინ ვნახე კიევში, ჩვენ ერთად ვივახშმეთ და ვისაუბრეთ. მან მარშზე მომიყვა, რომელის ჩატარებასაც აპირებდა მოსკოვში. ბუნებრივია ვკითხე, ხომ არ ეშინია მას ამის გამართვა დღევანდელ რუსეთში. მან მიპასუხა, რომ მას დიდი ხნით ვერ ჩასვავენ.მე გავაწყვეტინე და ვუთხარი, რომ მას ციხეზე მეტად მოწამლული ღვინის უნდა ეშინოდეს. ბორია ნემცოვი ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. მე მას ოთხმოცდაათიანებიდან კარგად ვიცნობდი და ხშირად გვქონდა ურთიერთობა, მითუმეტეს ბოლო დროს. სხვა ერების მეგობარი, რუსეთის პატრიოტი და უბრალოთ ძალიან საინტერესო ადამიანი წავიდა...ძალიან მწუხვარ" - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან