2016-04-22 16:16:05, 755 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ირლანდიურ ბრიგადას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადა მოინახულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ანა დოლიძეს ირლანდიური ბრიგადის პოლიტიკისა და მემკვიდრეობის საკითხების მრჩეველმა ჯონ მაკკალომ უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, ჯონ მაკკალო აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთის მრჩევლად მსახურობდა.
ბრიგადის ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიგადის ისტორია, გამოწვევები, მიზნები და პროგრამები გააცნო.
ჩრდილოეთ ირლანდიაში განლაგებული გაერთიანებული სამეფოს 38-ე ბრიგადას ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე „ინფორმაციის მოძიების“ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან