2016-04-18 18:48:17, 803 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სტუდენტებთან რეზერვის კონცეფციის განხილვას იწყებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტუდენტებთან რეზერვის კონცეფციის განხილვას იწყებს. ამ მიზნით, თინათინ ხიდაშელი პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გამართავს.
10:00 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს.
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი
13:00 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან