|
2015-02-19 13:17:16, 885 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე, სხვა დნმ-ის კვალიც აღმოჩნდა
„იმ ადგილზე სადაც იური ვაზაგაშვილის ააფეთქეს, სხვა დნმ-ის კვალიც აღმოჩნდა“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შოთაძის თქმით, აღმოჩენილი კვალის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. „გაცილებით ადრე იყო საქართველოს პროკურატურისთვის ცნობილი, რომ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქეებლი მოწყობილობის ნაწილზე აღმოჩნა დნმ-ის კვალი. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომ დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო ეს არ ვიცოდით, ამ მიმართულებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება სოსანაშვილამდე. სოსანაშვილამდე შემოწმებულნი იქნენ სხვა მოქალაქეებიც დნმ-ის შესაბამისობაზე და როცა ამბობენ, რომ დნმ-ის კვალი ჩავდეთ , ეს სასაცილოა. ამ პროცესს ათობით ადამიანი ექსპერტები, კრიმინალიტები, გამომძიებლები, ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. საფლავზე დათვალიერებისას აღმოჩენილია სხვა დნმ-ის კვალიც, გამოძიება გრძელდება“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)