12:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 11:46:06, 1454 ნახვა

საზოგადოება
დღეს, ისლამური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს

დღეს,  ისლამური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს. ამ დღესასწაულით მუსლიმებისათვის 30 დღიანი მარხვის მთავრდება.

რამადან ბაირამს მუსლიმებისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას. დღეს მორწმუნეები ტკბილეულს გამოაცხობენ და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ. გარდა ამისა, მუსლიმები მთელი დღის განმავლობაში კარდაკარ დადიან და ერთმანეთს ულოცავენ ამ დღესასწაულს.

ამ დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა. 30 დღის განმავლობაში განთიადიდან საღამომდე მუსლიმები ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. ისინი რამადანს წყალობის, პატიებისა და გადარჩენის თვეს უწოდებენ.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწატმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია.

მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება.

მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. რამადანის დროს მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფი ადამიანებსა და ორსული ქალებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მათ ეს მარხვა აუცილებლად უნდა დაიცვან.

რამადანი 30 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ დღიანი ზეიმით მთავრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics