2026-02-06 12:21:49, 571 ნახვა
პოლიტიკა
შევხვდით ვენსს და რუბიოს, განსაკუთრებული აქცენტი საერთო ღირებულებებზე გაკეთდა – ყაველაშვილი
ივანისშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ცნობით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან.
ყაველაშვილის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებებზე.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა". - წერს ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,