10:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-06 12:54:24, 712 ნახვა

საზოგადოება
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერი” კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა. “ქართული ბრენდის დღე 2025" ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს წარმატებულ ქართულ ბრენდებს აჯილდოვებს წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის.

გამარჯვებულები ექვს ძირითად ნომინაციაში - "ლიდერი", "რეპუტაცია და ნდობა", "წარმატებული ახალი ბრენდი", "წარმატებული ტელეპროექტი", "წარმატებული ლიტერატურული პროექტი" და "ბრენდ-პერსონა" - გამოვლინდნენ. ღონისძიების ფარგლებში 27 ნომინანტი დაჯილდოვდა. 2025 წლის ბრენდ-პერსონა ცეკვის ჯადოქარი, ანსამბლი "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი, ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე გახდა.

„15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ „PSP დაზღვევამ“ ახალი ბრენდი „ვაიზერ წარადგინა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია  „ვაიზერი“. ჩვენი ახალი ბრენდი „ვაიზერი“  არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას.

„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“, რადგან ვაიზერი შენი თამამი, ბრძენი თანამგზავრია. თავისუფლად მართე შენი გადაწყვეტილებები, ცხოვრება, მომავალი, მოგზაურობა. „ვაიზერ“ უახლოეს მომავალში საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ, ახალ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს“- განაცხადა სოფიო ლებანიძემ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics