10:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 15:25:34, 3546 ნახვა

კულტურა
კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის" საზეიმო ცერემონია 4 მარტს გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 4 მარტს, 20:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში" კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის" საზეიმო ცერემონია გაიმართება.

ყოველწლიურად „ფენიქსი" საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს  6 ნომინაციაში ავლენს  - საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი.

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი" უკევ მე-5 წელია ტარდება. ინტერნეტ პროექტის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები გაერთიანდებიან. „ფენიქსი" 1995 წლის კავკასიის როკ-ფესტივალებიდან იღებს სათავეს.

ფესტივალის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა - phoenix.org.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ  თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ პროდუქტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics