2016-02-13 14:49:55, 1229 ნახვა
მსოფლიო
მალიში თავდასხმის შედეგად გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი გარდაიცვალა
მალიში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC გაერო-ზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან. თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა.
ინციდენტის ადგილას, ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც ბოევიკებმა ბაზის ტერიტორია დაცხრილეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას ფილიალმა, დაჯგუფება "ანსარ ად-დინმა" უკვე აიღო.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გაერო ისლამისტებთან ბრძოლაში მალის მთავრობის დახმარებაზე უარს არ იტყვის.
ცნობისთვის, მალის მისია, გაერო-ს მიერ ჩატარებულ მისიებტა შორის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. 2012 წელს რეგიონი, ჯიჰადისტებმა ჩაიგდეს ხელში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან