11:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-20 16:37:20, 3820 ნახვა

კომენტარი
რუსეთის მარიონეტმა ინალ არძიმბამ ზელენსკი სააკაშვილს შეადარა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო არის „საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დღე“, რომელიც საქართველოს ისტორიაში „სამარცხვინო“ დღედ დარჩება.

ინალ არძინბას თქმით, 2008 წელს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი "ფიქრობდა, რომ მას შეეძლო რუსეთის დამარცხება", მაგრამ 15 წლის შემდეგ ის "ის სამშობლოში ციხეში აღმოჩნდა - ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშაც კი".

ამასთან დაკავშირებით, არძინბა პარალელს ავლებს უკრაინის პრეზიდენტთან და ზელენსკის უწოდებს „რუსოფობიის მორიგ მსხვერპლს“, რომელიც „პოლიტიკური ამბიციების გამო“ დაემუქრა „უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას“.

„დღეს რუსოფობიის კიდევ ერთი მსხვერპლი რუსეთს დაუპირისპირდა - ზელენსკი. არ ჰქონდა საჯარო მმართველობის გამოცდილება, დაუდევრად და არაპროფესიონალურად, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, საფრთხეს უქმნიდა უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას. დასავლელმა კურატორებმა, თავიანთი ხალხების ბუნებრივი წნეხის ქვეშ, უკვე დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტის დისტანცირება. და სად იქნება ზელენსკი 15 წელიწადში? კითხვა რიტორიკულია“, - განაცხადა არძინბამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების შეფასებისას.

ინალ არძიმბა სწავლობდა მოსკოვში, იგი რუსეთის სპეცსამსახურების გამოზრდილ მარიონეტად მიიჩნევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics