11:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 17:10:57, 609 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი 24-25 მარტს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახალგაზრდა მეცნიერთათვის  (სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები) 24-25 მარტს გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას თემაზე: ,,საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“.

კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის  სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემის სათაური, ანოტაცია და განაცხადი  უნდა გამოგზავნონ  ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში 2015 წლის 27 თებერვლამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: kasatiani@archives.gov.ge; nbadashvili@archives.gov.ge.
სამი საუკეთესო მოხსენების ავტორი დაჯილდოვდება ეროვნული არქივის მიერ საგანგებოდ დაწესებული პრემიით - 300 ლარით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/Youth_Conference





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics