21:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 15:14:00, 877 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი-აბაშიძის დიალოგი შეჩერდა

კარასინი-აბაშიძის დიალოგი, რომელიც 2012 წლის შემდეგ პრაღაში იმართებოდა, დროებით შეჩერდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამის მიზეზი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებია.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება.

„ეს იყო რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია. აქ საუბარი იყო მინისტრის მხრიდან კარასინი-აბაშიძის დიალოგის შეჩერებაზე და არა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებაზე, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა.

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ბერუჩაშვილმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics