13:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 15:44:26, 1416 ნახვა

რეგიონი
ფოთში საიალქნო სპორტში ღია ჩემპიონატი გაიმართა

ფოთში სამ დღეს გრძელდებოდა ღია ჩემპიონატი საიალქნო სპორტში, რომელიც საიალქნო კლუბის ორგანიზებით, შავი ზღვის აკვატორიაში გაიმართა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ასპარეზობაში თბილისისა და ფოთის საიალქნო კლუბების 25 იახტსმენი 14 ნავით გამოდიოდა.

,,ლაზერის'', ,,ოპტიმისტისა'' და ,,კატამარანის'' ტიპის ნავებით წარმატებას მიაღწიეს: ირაკლი ლომთათიძემ, კოკა ბუკიამ, გიორგი გოგოლიძემ, სანდრა მატკავამ, ნანა ბუკიამ,თამარ ძიუბენკომ, გიორგი და ცოტნე ქიტუაშვილებმა, ალექსანდრე ჯებირაშვილმა, ნიკა იმნაძემ,სერგო ბერიძემ,გიორგი ცანავამ და ვლადისლავ შინკარენკომ.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ და წარმატებულ იახტსმენებს მედლები და პრიზები გადასცეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics