09:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 20:53:33, 1215 ნახვა

მსოფლიო
ვირჯინიაში პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს

აშშ'ს ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში ტელეკომპანია WDBJ7 TV რეპორტიორი 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი 27 წლის ადამ ვორდი ინტერვიუს დროს დახოცეს.

თავდამსხმელმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებთან მიახლოვება შეძლო და ისინი რამდენიმე გასროლით მოკლა, ხოლო ქალი ვიკი ბალდნერი რომლისგანაც ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდა ზურგში დაიჭრა თუმცა გადარჩა.

პოლიციის ცნობით, ორივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულს გამოეხმაურა ვირჯინიის გუბერნატორი რომელმაც უარყო მოსაზრება რომ ჟურნალისტების მკვლელობა ტერორიზმია.

ამასთან პოლიციის პირველადი მონაცემებით, ჟურნალისტების მკვლელობაში ეჭვმიტანილია ტელეკომპანია WDBJ7 TV 'ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან ახსნა განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics