2015-08-20 12:00:15, 1257 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე გეგმავს დასწრებას.
Интерфакс-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"პრეზიდენტი გეგმავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწროს. წელს ამ ფორუმის შვიდ ათეულ წელს აღვნიშნავთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა. სესიაზე მოსალოდნელია რეკორდული რაოდენობის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების დასწრება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად აშშ-ში 2007 წელს იმყოფებოდა. 2012 წლის შემდეგ, პოსტის ხელახლა დაკავების შემდეგ იგი არცერთხელ არ ყოფილა შეერთებულ შტატებში. შტატებში რუსეთის პრეზიდენტის რანგში ბოლოს, 2011 წელს დიმიტრი მედვედევი იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან