10:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 14:28:51, 1097 ნახვა

ეკონომიკა
„აფბა“ და „ბილაინი“ ერთობლივ პროექტს - „განავითარე ბიზნესი“ იწყებენ

კომპანია „ბილაინი“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ პროექტს სახელწოდებით, - „განავითარე ბიზნესი“ იწყებს.

პროექტი ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას ეხება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტის წახალისებაა.

„პროექტის სამიზნე აუდიტორია თვითდასაქმებულთა სეგმენტია, რომელიც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტია, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა კვლევა, ასევე, თვითდასაქმებულთა საქმიანობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებენ კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენლები.

პროექტი 6 თვიანია და თვითდასაქმებულების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

პრეზენტაციას კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენლები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიის, ეკონომიკის ექსპერტები, რომლებიც თვითდასაქმების და მეწარმეობის საკითხებზე მუშაობენ ესწრებოდნენ.

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია დაიწყო. კომპანია „ბილაინმა“ მომხმარებლებს მეოთხე თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია შესთავაზა, ყველაზე ფართო დაფარვის ზონით. ეს ყველაზე მასშტაბური სოციალური ინვესტიციაა, რაც საქართველოში განხორციელებულა და რომლის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენს. ვთვლით, რომ ეს ისტორიული მომენტი განსაკუთრებით ეხმიანება ჩვენი ახალი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას, - ბიზნესის განვითარებას. ვთვლით, რომ ახალი  ტექნოლოგიები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება ბიზნესს, უკეთ შესძლოს თანამედროვე გარემოში ოპერირება“, - განაცხადა კომპანია „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics