|
2026-03-25 12:41:04, 13942 ნახვა
Lifestyle
თურექთში ე.წ ნარკოტიკის სამეზე რამდენიმე მსახიობი და მოდელი დააკავეს
ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში 16 პირისთვის დაკავების ორდერი გაიცა. აქედან თოთხმეტი დააკავეს, მათ შორის საბანჩის ოჯახის წევრი ჰაკან საბანჩი. სტამბოლის პროკურატურის მიერ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ბოლო ტალღის ფარგლებში, დააკავეს ბიზნესმენები ფიკრეტ ორმანი, ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჩი, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს მსახიობი ჰანდე ერჩელი. ომერ და არზუ საბანჩიების ვაჟი, ჰაკან საბანჩი, აშშ-ში ეკონომიკის ხარისხის მიღების შემდეგ თურქეთში დაბრუნდა. ახალგაზრდა საბანჩი ცნობილია არა მხოლოდ თავისი ბიზნეს საქმიანობით, არამედ პირადი ცხოვრებითაც, რომელმაც მედიის ყურადღება მიიპყრო. ჰაკან საბანჩი ასევე ცნობილი მსახიობის, ჰანდე ერჩელის ყოფილი შეყვარებულია. საბანჯიმ და ერჩელმა თითქმის სამწლიანი ურთიერთობა 2025 წლის აგვისტოში დაასრულეს. მათი მოულოდნელი დაშორების შემდეგ, სანამ ისინი ქორწილს ელოდებოდნენ, ჰაკან საბანჯის სახელი სხვადასხვა პირთან ასოცირდება. სტამბოლის პროკურატურამ ოპერაციის შესახებ განცხადებაში შემდეგი განაცხადა: „სტამბოლის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებისა და ოჯახის სტრუქტურის დაცვის მიზნით. შეგროვებული მტკიცებულებებისა და ჩატარებული სამუშაოების შეფასების შემდეგ, 16 ეჭვმიტანილის მიმართ, რომლებიც ნარკოტიკებს პირადი მოხმარებისთვის ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობის მიზნით ფლობდნენ, დაპატიმრების ორდერი გაიცა. გამოძიების პროცესში მყოფ ინციდენტთან დაკავშირებით, სტამბოლის ნარკოდანაშაულის დირექტორატის ჯგუფმა 16 ადგილას ერთდროულად ჩაატარა დაკავების ოპერაციები, რის შედეგადაც 14 ეჭვმიტანილი დააკავეს. ორი ეჭვმიტანილის მიმართ დაკავების ორდერი გაიცა. გამოძიება ყველა მიმართულებით და უდიდესი გულმოდგინებით გრძელდება. პატივისცემით ვაცნობებთ საზოგადოებას.“ სახელები, რომლებზედაც გამოიცა დაკავების ორდერი როგორც ცნობილია ერდოღანის რეჟიმის მიერ მსახიობებზე ნადირობის პირველი შემთხვევა არაა. ამა წლის 26 იანვარს თურქეთში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე პოპულარული თურქი მომღერალი იუსუფ აქტაში, რომელიც სასცენო სახელით რეინმენია ცნობილი, და კიდევ ათი ცნობილი ადამიანი დააკავეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)