13:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:27:12, 818 ნახვა

სამხედრო
კაპიტნის საკარიერო სკოლის 2015 წლის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის 2015 წლის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამოცდათოთხმეტმა სამხედრო მოსამსახურემ კაპიტნის საკარიერო სკოლაში - მანევრის, დაზვერვის, პერსონალის, ლოგისტიკის, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და საჰაერო თავდაცვის საკარიერო კურსები გაიარა.

ცერემონიალის დაწყებამდე კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ მიულოცეს.

კაპიტნის საკარიერო სკოლის ოთხი წარჩინებული კურსდამთავრებული დიპლომებითა და საჩუქრებით გენერალური შტაბის უფროსმა დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებმა კი კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს.

ცერემონიალის დასასრულს, კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესიკ ნებაძემ სკოლის ინსტრუქტორები კურსების წარმატებით ჩატარებისთვის სამხედრო თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics