14:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 12:23:51, 6861 ნახვა

Lifestyle
პოპის დედოფალი მადონა დღეს 60 წლის გახდა

პოპ მუსიკის დედოფალი მადონა (ლუიზა ჩიკონე) დღეს 60 წლის გახდა, აქედან პოპ დივამ 35 წელი სცენაზე გაატარა. 
1983 წელს როცა მადონას სადებიუტო ალბომი გამოვიდა,  მომღერალმა 10 მსოფლიო ტურნე ჩაატარა. მსოფლიოში გაიყიდა 300 მილიონზე მეტი ალბომი და ეს გაყიდვები რეკორდად დაფიქსრიდა.

ლუიზა ჩიკონე 1958 წლის 16 აგვისტოს,  მიჩიგანის შტატში დაიბადა. 

მადონა 1977 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც თანამედროვე ცეკვების სფეროში კარიერით დაკავდა. მას შემდეგ, რაც ჯგუფებში Breakfast Club და Emmy გამოდიოდა, როგორც დრამერი, გიტარისტი და ვოკალისტი, 1982 წელს Sire Records-თან კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი. მას მოჰყვა მთელი რიგი წარმატებული ალბომების (ზოგიერთი მათგანი ბესტსელერიც გახდა) - Like a Virgin (1984), True Blue (1986), ისევე, როგორც გრემის მფლობელები - Ray of Light (1998) და Confessions on a Dance Floor (2005). კარიერის წლებში სიმღერების ავტორი ძირითადად მადონა იყო. მათ შორის უმეტესობა მოხვედრილა ჩარტების სათავეებშიც - „Like a Virgin“, „Live to Tell“, „Like a Prayer“, „Vogue“, „Take a Bow“, „Frozen“, „Music“, „Hung Up“ და „4 Minutes“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics