2015-05-17 17:56:52, 488 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში დაკავებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრები გაათავისუფლეს
ოზურგეთში დაკავებული "ნაციონალური მოძრაობისა" და თავისუფალი ზონის" წევრები გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, დავით მჟავანაძისა და ბესო ქათამიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობისა" და თავისუფალი ზონის" წევრების დაკავება მაშინ მოხდა, როცა ისინი ოზურგეთის ქუჩებში ახალ გუბერნატორ გია სალუქვაძის პლაკატებს აკრავდნენ წარწერით: "მოარიდეთ ბავშვები". მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით ედებათ, რაც თვითმმართველობის ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რაიონების გამგებლებს და ოზურგეთის მერს გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე სწორედ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან