13:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:10:03, 538 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რეზიკო გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუცლის არეში დანით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ხვიჩა გ, ხოლო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხვიჩა გ-ს დედას - დარეჯან გ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხვიჩა გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეზიკო გ. მომხდარიდან 1 საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics