14:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 17:11:42, 705 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: 2016 წლის 2.6%–იანი პროგნოზი იმ ცვალებად გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ვცხოვრობთ

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის ბოლოს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ  ეკონომიკური ზრდა ორჯერ მაღალი მაინც იქნებოდა, ვიდრე ის პროგნოზებია, რაც დღეს კეთდება.
„მაგრამ შემდგომ, მიმდინარე მოვლენებმა და ეს არ უკავშირდება მხოლოდ რუსეთს, თუმცა ძალიან დიდ წილად გამოწვეულია ამ პროცესებითაც, მათ შორის ნავთობის ფასების კლების გამო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება და გადახედა პროგნოზებს მთელი მსოფლიოს მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩვენ გვექნება 2%-იანი ეკონომიკურო ზრდა, ის ყველაზე მაღალია მეზობლებში. EBRD-ის პროგნოზი 2.3%-ია და ისიც მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალია, მაგრამ არ გვაძლევს ეს დამშვიდების შესაძლებლობას, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მაღალი ზრდა“, – აღნიშნა ხადურმა.
რაც შეეხება 2016 წლის 2.6%–იან პროგნოზს, ხადურის თქმით, ეს ყველაფერი „იმ ცვალებად გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“.
ამასთან, მინისტრმა ნავთობის გაიაფების შედეგად  იმ ეკონომიკურ აღმავლობაზეც გააკეთა განმარტება, რაც მოსალოდნელი იყო.  
„ნავთობზე მინდა დავაკონკრეტო, რომ ერთის მხრივ ნავთობის გაიაფებას უნდა გამოეწვია იაფი ნავთობი და ეკონომიკის აღმავლობა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზრების დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე რომლებიც ნავთობის იმპორტიორები არიან, მაგალითად აზერბაიჯანი,  რუსეთი, ამ ქვეყნებში შემცირებულმა შემოსავლებმა გამოიწვია მათ შემცირებული ექსპორტი.  შესაბამისად, ნავთობის გაიაფებით ეკონომიკური ზრდის ის ეფექტი ვერ მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics