2015-05-14 17:05:45, 684 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება
„აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსვალების გეგმა დღეის მდგომარეობით გადაჭარბებით სრულდება“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი ჯერჯერობით 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.
„ბიუჯეტი ჯერჯერობით 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. 19-ში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და ისინი ჩამოიტანენ თავის გათვლებს, ჩვენ ჩვენსას დავახვედრებთ. გვექნება კამათი და შევჯერდებით საერთო პოზიციაზე. მოხდება თუ არა კორექტირება ბიუჯეტის შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი. რაღაცაზე შევჯერდებით რაღაცაზე ვერ შევჯერდებით, როცა შევთანხმდებით სავალუტო ფონდთან ამის შემდეგ ვეტყვით საზოგადოებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან