13:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 11:09:50, 1022 ნახვა

სხვადასხვა
ამერიკელთა 39% საქართველოს მეგობრად მიიჩნევს

საერთაშორისო კვლევითი ცენტრის Yougov.com-ის გამოკითხვის თანახმად,  ამერიკელთა 39% საქართველოს მეგობრად მიიჩნევს, მოკავშირედ კი 8%. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არამეგობრულადაა განწყობილი, 2% კი თვლის, რომ საქართველო მტერია. ამასთან, გამოკითხულთა - 35% პასუხში დარწმუნებული არ არის. 

ცნობისთვის, ქვეყნების მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულების რეიტინგი 7 150 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა. კვლევა 28 იანვარიდან - 1 თებერვალის პერიოდში ჩატარდა. 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მტრების რეიტინგში ჩრდილოეთ კორეა (57%), ირანი (41%), სირია (32%), ერაყი (29%), ავღანეთი (23%) და რუსეთი (22%) ლიდერობენ.

მთავარ მოკავშირეებად ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთი (55%), კანადა (55%), ავსტრალია (45%), ისრაელი (44%) და საფრანგეთი (41%) დაასახელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics