13:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 14:58:26, 449 ნახვა

საზოგადოება
სამინისტრომ კერძო მესაკუთრისგან დევნილი ოჯახებისათვის ბინები გამოისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვაზისუბნის დასახლებაში, დავით კვაჭანტირაძის ქუჩაზე,  11 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილებს საკუთრებაში გადასცა.  

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და ბინების საკუთრებაში გადაცემა მიულოცეს. 

„აღნიშნულ შენობაში,   დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში  ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 11 დევნილი ოჯახისათვის ბინები  შპს „აგრეგატი“-სგან   250 000 ლარად გამოისყიდა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ  2014 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო პროექტი,  რომლის ფარგლებშიც, 2015 წლის სექტემბრამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული  საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. ამ ეტაპზე,   საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე  უკვე 1095  დევნილი ოჯახი გახდა“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics