13:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:21:38, 1041 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: სააკაშვილი გვირაბებს კი არა, თავის მოძრაობას უთხრის საფლავს

„მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“  არის ერთი დიდი კრიმინალური ბანდა, კრიმინალური ლიდერით სათავეში“,-ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა  და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“  წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

სუბარის განცხადებით, სააკაშვილის გარდა, მისი  „ბანდის“  ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის შანსი არ აქვთ.

„რაც მთავარია გამოჩნდა, რომ ისინი აბსულუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნებს აგებენ ძალიან მაგრად. ამიტომ მათი ერთადერთი შანსი არის არეულობის მოწყობა. ოღონდ სააკაშვილის გარდა მისი ბანდის ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის არანაირი შანსი არა აქვთ, უბრალოდ ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ლიდერს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ძალიან კარგად უწოდა სააკიშვილის მეუღლემ, როცა იგი შეადარა თხუნელას, რომელიც გვირაბებს თხრის. ოღონდ იგი გვირაბებს კი არა, ეს ადამიანი თავის მოძრაობას უთხრის საფლავს”,-აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics