18:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 19:58:48, 1286 ნახვა

კომენტარი
ნოდარ ხადური: მადლობა მინდა გადავუხადო ხათუნა გოგორიშვილს, რომ ევროპის საუკეთესო მინისტრად მაღიარა

"მადლობა მინდა გადავუხადო ხათუნა გოგორიშვილს,  რომ ევროპის საუკეთესო მინისტრად მაღიარა",-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე გოგორიშვილის კითხვაზე პაუსუხისას განაცხადა, რომელიც პრემიებს,  დანამატებსა და ავტომობილებს  ეხებოდა.
ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით, გასულ წელს პრემიები და დანამატებიც ნაკლები გაიცა და ავტომობილებზეც ნაკლები თანხა დაიხარჯა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ხათუნა გოგორიშვილს,  რომ ევროპის საუკეთესო მინისტრად მაღიარა. აქ იყო პრემიებზე საუბარი, მანქანებზე, და ა. შ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წლს 2012 წელსთან შედარებით პრემიები და დანამატები ჯამში გაიცა 38 მლნ ლარით ნაკლები, პრემიები გაიცა 30 მლნ ლარით ნაკლები.  რაც შეეხება ავტომანქანებს, სახელმწიფო  ბიუჯეტიდან გასულ წელს  სულ მანქანებზე დაიხარჯა 29 მლნ ლარი.აქედან 11 მლნ სასწრაფო დახმარების მანქანებზე დაიხარჯა.2012 სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილი იყო 102 მლნ ლარი მანქანა",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics