2015-03-11 16:46:19, 381 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: წელს გამოყოფილი თანხების ათვისება პროექტებზე ჯერ არ მომხდარა, რაც ჩემი კრიტიკის მთავარი მიზეზი იყო
"მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხების ათვისება პროექტებზე ჯერ არ განხორციელებულა,რაც ჩემი კრიტიკის მთავარი მიზეზი იყო",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებისგან მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხების ათვისების კუთხით, ჩავარდნების მიზეზების განმარტება ითხოვა.
"წელს გამოყოფილი თანხების ათვისება პროექტებზე ჯერ არ განხორციელებულა და ეს ჩემი კრიტიკის მთავარი მიზეზი ოყო. მინდა თქვენგან მოვისმინო რისგან არის ეს დაგვიანება, თუ ჩავარდნები გამოწვეული.მინდა მოკლედ შევაჯამო, რომ წელს გამოყოფილია 128.8 მლნ ლარი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან