2015-03-11 11:09:59, 409 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ის „დადგმულ შოუში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, - ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე არ ვიცი მთავრობას, ზოგადად სხვა მინისტრებს რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. მე პირადად დადგმულ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა.
განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან