22:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 16:32:12, 1103 ნახვა

სამხედრო
რუსეთმა აფხაზეთი-საქართველოს ე.წ საზღვარზე ჯარები განათავსა

„გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე ჯიუტად უარს აცხადებს, აფხაზეთის  დაცვის მიზნით, რუსეთმა აფხაზეთი-საქართველოს ე.წ საზღვარზე ჯარები განათავსა“,-ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია აფხაზეთი  საქართველოსგან დაიცვას. 
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის  მოწვევით,  10-12  მარტს რუსეთს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ეწვევა. 
როგორც ცნობილია, 11 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ. 
საგარეო უწყების განცხადებაში, ასევე ხაზგასმულია, რომ  რუსეთი აფხაზეთს მაშტაბურ დახმარებას უწევს. ის აფხაზეთში  2015-2017 წლებში  სოციალური და ეკონომიკური  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საივესტიციო პროექტებს განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics