01:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 10:37:11, 1102 ნახვა

სხვადასხვა
დავით ნარმანია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ  ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა. მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ თბილისის მერს სამსახურის მიმდინარე  საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

დავით ნარმანიამ თავშესაფრის ხელმძღვანელთან ერთად, სერტიფიკატები გადასცა მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავშესაფრის ბინადრებზე. სააგენტომ დღეს მსურველებს ლეკვებიც აჩუქა, თავშესაფრის მიმდებარედ კი ცხოველების გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.

თბილისის მერის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგა საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული. „თავშესაფარში ცხოველთა სათანადოდ მოვლა-პატრონობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი დოაგნოსტირების ყველანაირი პირობა არსებობს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი დაფინანსებაა გათვალისწინებული.  ბევრი რამ მოწესრიგდა და მომავალშიც გავაგრძელებთ.  უკვე მზად არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამსახურს დამატებითი ფუნქციებს მიანიჭებს“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ ფხალაძის თქმით, თავშესაფარი მაქსიმალურად მიახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. მისივე თქმით, ცხოველების დაჭერა, თავშესაფარში გადაყვანა, მოპყრობის წესები და მოვლა პატრონობა  ჰუმანური მეთოდებით ხდება. როგორც თემურ ფხალაძემ აღნიშნა, ახლო მომავალში  იგეგმება თავშესაფრის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო  2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს  ევალება თბილისში მოსახლეობის დაცვა საფრთხის მომტანი (აგრესია, საშიში დაავადებები) ცხოველებისგან, ასევე ცხოველების უფლებების დაცვა, ძაღლების და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მსოფლიოში აღიარებული ჰუმანური მეთოდებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics