21:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 12:37:57, 6971 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: ტრამპს სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კვლავ ისაუბრა BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზე.

"პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ - იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე, იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით და ჩვენც იგივე გზას მივმართავთ.

იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს, იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია ჩვენ გამოვიყენებთ.

ეს უკვე დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის, ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics