22:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-06 16:42:30, 21333 ნახვა

კომენტარი
ლაშა შერგელაშვილი - როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას

"როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას". -  განაცხადა გდდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, უკრაინაში მებრძოლმა ლაშა შერგელაშვილმა.

"როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას! ვიყავი არჩევანის წინაშე ან უნდა გავჩუმებულიყავი და ყველაფერი დარჩებოდა ძველებურად ან უნდა წავსულიყავი რისკზე, საკუთარი თავი საფრთხეში ჩამეგდო! ჩემი არჩევანი ცნობილია დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს!" - განაცხადა ლაშა შერგელაშვილმა

სუსის უფროსის მოადგილისვე განცხადებით, ლაშა შერგელაშვილის მიმართ სუსში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს ეხებოდა“.

მაღრაძემ თქვა, რომ „ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად“.

სუსმა 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics