09:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 12:01:39, 687 ნახვა

პოლიტიკა
157 906 ლარის უკანონოდ მითვისებისთვის ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს გირაო შეეფარდა

157 906 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა". - წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ჰქონდა წარდგენილი, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება თავად პროკურატურამ მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics