11:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-25 10:10:24, 1685 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევში რუსული დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

მისი თქმით, დარნიცკის და დესნიანსკის რაიონებში ავტომობილებსა და დაუსახლებელ შენობებს ცეცხლი გაუჩნდა.

კლიჩკომ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ დარნიცკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები დაზიანდა და შენობაში სამედიცინო ჯგუფები გამოიძახეს.

ადრე კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები კიევს ბალისტიკური რაკეტებით ბომბავდნენ.

უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ რუსული არმია „კვლავ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს“. მან გამოაქვეყნა აფეთქებების ამსახველი კადრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics