23:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 17:52:25, 765 ნახვა

კომენტარი
ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელის დღევანდელი გადაწყვეტილება არის შვება

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, "შვებაა" ყველასთვის.

ქურდოვანიძე ამბობს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას და სამართლებრივ ბრძოლას აქაც და სტრასბურგშიც, ჯანმრთელი მზია სჭირდება.

მზია ამაღლობელის დღევანდელი გადაწყვეტილება არის შვება, პირველ რიგში მისი კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ჩვენთვის, ადვოკატებისთვის. დიდი მადლობა ამისთვის.
ჯანმრთელი მზია სჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და სამართლებრივ ბრძოლას აქაც და სტრასბურგშიც. 
მზია უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან!"- ამბობს ქურდოვანიძე. 

შეგახსენებთ, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

 თურაძემ „ვივამედთან“ შეკრებილ მედიას მზია ამაღლობელის წერილი წაუკითხა. ჟურნალისტი კოლეგებსაც მიმართავს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics