2023-07-18 17:26:47, 1476 ნახვა
რეგიონი
კასპში სისხლის გაღების აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში, სისხლის ბანკის "სიცოცხლეს" მიერ, სისხლის გაღების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აქციაში რიგითი მოქალაქეების გარდა, აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
"10-წლიანი გამოცდილების მქონე კლინიკა "ჯერარსის" ტრამვატოლოგია-ორთოპედიის განყოფილების გამგემ, სოსო რევაზიშვილმა დონორებს უფასო კონსულტაცია გაუწია.
სისხლის ბანკი "სიცოცხლე" ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა მწვავე ონკოლოგიურ დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),