13:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 10:51:49, 1838 ნახვა

სამხედრო
JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 16  წარმომადგენელი იღებდა.

"თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-ში  და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ.

სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოში განხორციელეს, სადაც მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება. სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. 

JTEC-ში მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics