13:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 19:14:39, 1785 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დააკვირდა.

დასკვნით საველე წვრთნებში წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა.

10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics