11:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:21:00, 524 ნახვა

პოლიტიკა
პუტინმა აფხაზეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმებას ხელი მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის საიტის ინფორმაციით, ხელშეკრულება ძალაში ხელმოწერის დღიდანვე შედის.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება 2015 წლის 21 იავარს მოახდინა.
არსებული ინფორმაციით, რატიფიცირებას მხარი 441-მა დეპუტატმა დაუჭირა. ერთმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ე.წ.მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების ერთ-ერთი დებულება ერთიანი შეიარაღებული ძალების შექნასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics