12:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 19:00:35, 14935 ნახვა

Lifestyle
ლონი უოკერმა თმა გაიპარსა და ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობაზე ილაპარაკა

NBA-ს ყველაზე უცნაური ვარცხნილობის მქონე ამომავალმა ვარსკვლავმა, ლონი უოკერმა ბავშვობაში გადატანილ ძალადობაზე ისაუბრა.

ლონის აფრთხილებდნენ, რომ ასეთი ვარცხნილობა კალათბურთში ტრავმის მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენი ამ შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ ახლა, როცა კალათბურთის ნაციონალურმა ასოციაციამ მისი კანდიდატურა სერიოზულად განიხილა, უოკერმა კარდინალური ნაბიჯი გადადგა და თმა გადაიპარსა.

ამასთან ერთად, სპორტსმენმა ისაუბრა ბავშობაში გადატანილ ტრავმაზე:

„სინამდვილეში თმა მეხუთე კლასში მოვუშვი. ეს ერთგვარი ფარი იყო ჩემთვის, ეს იყო ერთადერთი რამ, რისი გაკონტროლებაც შემეძლო. მაშინ დიდ ოჯახში ვცხოვრობდი და ადამიანები, რომლებსაც ვერ დავასახელებ, ამ გარემოებას ძალიან ცუდად იყენებდნენ. ისინი ჩემს გვერდით უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე საჭირო იყო. მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ. მაუპატიურებდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მე ამას მივეჩვიე და არ ვიცოდი, რომ სხვანაირადაც შეიძლება. არ ვიცოდი როგორია ნამდვილი მსოფლიო. შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი თმა იყო ერთადერთი რამ, რაც მხოლოდ ჩემი იყო და რასაც ვერ წამართმევდნენ. ეს თავდაჯერებულობას მმატებდა“, - თქვა სპორტსმენმა ვიდეომიმართვაში, რომელიც „ინსტაგრამზე“ დადო.

უოკერმა თაყვანისმცემლებს პატიება სთხოვა და განაცხადა, რომ მას დრო სჭირდება , რათა „ყველაფერი დალაგდეს“. სავარაუდოდ, კალათბურთელი ოჯახთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics