2020-05-02 12:11:58, 3967 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 პაციენტი სპონტანურ სუნთქვაზე, 4 კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 7 პაციენტია, რომელთაგან 3 სპონტანურ სუნთქვაზე, 4 კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 90 პაციენტი, საიდანაც 76 კოვიდინფიცირებულია. გუშინ მივიღეთ 4 ახალი შემთხვევა და ჩატარებული კვლევებით არცერთ მათგანთან არ ვლინდება არანაირი პათოლოგიური ცვლილებები. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, სულ გვყავს 7 პაციენტი. აქედან 3 სპონტანურ სუნთქვაზეა, 4 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,