2020-04-30 10:24:48, 5516 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტია, რომელთა კლასტერები ცნობილია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით მის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტია და მათი კლასტერები ცნობილია.
მანვე განმარტა, თუ როგორია ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 75 პაციენტი მკურნალობს, აქედან 61 არის კოვიდ დადასტურებული, 10-ია 18 წლამდე ასაკის მოზარდი, 13 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო 1 პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 3 პაციენტი ახალი გადმოყვანილი დადასტურებული დიაგნოზით, არის ცნობილი კლასტერებიდან და მათი ოჯახის წევრები მკურნალობენ ჩვენთან“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან