2020-04-29 10:27:29, 3813 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მოათავსეს
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 4 პაციენტი მოათავსეს.
მისივე თქმით, ოთხივეს ინფიცირების წყარო ცნობილია.
„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 69 პაციენტი. აქედან კოვიდ19-ის დადასტურებული დიაგნოზით არის 59. გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.
დაგვემატა 4 ახალი პაციენტი.
კლასტერი ცნობილია, ორი გადმოყვანილია თეთრიწყაროდან, ორიც თბილისიდან ცნობილი კლასტერია.
ახალ ინფიცირებულთა შორის დედა-შვილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დედა მკურნალობდა და ბავშვს რომ დაუდასტურდა, შემოვიდა ჩვენს კლინიკაში და მოხდა მათი ერთად მოთავსება“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან