21:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 00:01:15, 1049 ნახვა

სხვადასხვა
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. 

კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. ბერიანის განზრახ მკვლელობაში კი სასამართლომ კოჭლოშვილი უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია არასამთავრობო სექტორისა და მოკლულის ოჯახის ადვოკატისთვის. უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმეში მკვლელობის იარაღი და სხვა მტკიცებულელები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

საბი ბერიანის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს – ამ მოთხოვნით, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი პეტიციას ავრცელებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემს შორისაც კი ყველაზე მეტად მოწყვლადი და გარიყული ჯგუფია. WISG-ის ცნობით, ისინი მუდმივად განიცდიან დევნას, შევიწროებას და ძალადობას.

შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს  მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics