23:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 16:26:16, 14433 ნახვა

High - Tech
სამსუნგი რიგ ქვეყნებში საკუთარ მომხმარებელს მოწყობილობების უფასო დეზინფექციას შესთავაზებს

მობილური ტელეფონი, ყურსასმენი, ქეისი, ჭკვიანი საათი- ეს იმ გაჯეტების ჩამონათვალია, რომლებს ხელიდან არ ვუშვებთ, ყველგან თან დაგვაქვს და მუდმივად გვჭირდება. ეპიდემიის დროს კი ასეთი საჭირო ხელსაწყოები მიკრობების, ვირუსების და ბაქტერიების პლანტაციებად შეიძლება გვექცეს. სწორედ ამიტომ საჭიროა ტექნიკის დეზინფექცია, არამარტო იმ დროს, როცა ვირუსი მძვინვარებს, არამედ მაშინაც, როცა საფრთხე თითქოს და არ არსებობს.

კომპანია "კუპერტინომ", ანუ Apple-მა ოფიციალური წერილი გაავრცელა, რომელშიც ელექტრონული მობილური მოწყობილობების დეზინფექციის პროცედურა დელტალურადაა აღწერილი.

კორეული გიგანტი "სამსუნგი" კი უფრო შორს მიდის და ბევრი ქვეყნის ოფიციალურ სერვისცენტრებში პროგრამას, სახელად Samsung Galaxy Sanitizing აფუძვნებს. ეს პროგრამა კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, გაჯეტების ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით სრულ დეზინფექციას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ იისფერი გამოსხივება ვირუსებს და ბაქტერიებს კლავს და სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებისგან განსხვავებით ზედაპირს შედარებით დიდი ხნის მანძილზე სუფთას ტოვებს.

დეზინფექციისთვის სპირტის გამოყენება აგრეთვე ოლიოფობური შრის დარღვევას არ გამორიცხავს, რის შემდეგ სმარტფონის ზედაპირმა თითის სრიალის ეფექტს კარგავს, ხოლო იისფერი გამოსხივებით დეზინფექცია ამ რისკებს გამორიცხავს.

"სამსუნგის" ქართულ განყოფილებას ამდაგვარი აქციის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეპნებია. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics