13:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 10:15:04, 761 ნახვა

რეგიონი
სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტერიტორია მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდება.

"ამ ეტაპისთვის ცეცხლის მთლიანი ფართობი არის დაახლოებით 1.5 ჰექტარი. ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ადგილზე მუშაობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ. უახლოეს საათებში ველოდებით ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას. ეს არის ალპური ზონა. ცეცხლის კერები იყო გაჩენილი ძირითადად მინდვრის ტერიტორიებზე. სამწუხაროდ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა ხანძრის კერები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გაარკვევს", - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics