|
2017-08-06 10:13:27, 811 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სამთო იალაღების ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო იალაღებს ეწვია და მთების ელექტროფიკაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე თავდაპირველა მთა მაჭარელათს ესტუმრა, სადაც ელექტრო გადამცემი ხაზები უკვე დამონტაჟებულია. ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად შეხვდა მემთეურებს და პირადად მიულოცა შუამთობის დღესასწაული. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, იალაღების ელექტროფიკაცია უპრეცედენტოა, რადგან არც ერთ პერიოდში მსგავსი პროექტი სამთო იალაღებისთვის არ განხორციელებულა. მათი თქმით, ასევე პირველად მასპინძლობენ იალაღებზე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესაც. ზურაბ პატარაძე დღესვე ესტუმრა აგარის მთას, სადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი. მემთეურებმა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის „შუამთობის" აღსანიშნად მცირე კულტურული პროგრამაც წარმოადგინეს. ისინი უკვე ხვალ, ბეშუმში „შუამთობის" ოფიციალურ ნაწილს დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ყველაზე მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში იალაღების ელექტროფიკაცია უკვე 10-მდე მთაზე განხორციელდა, რომლებითაც 16-ზე მეტი სოფელი სარგებლობს. პროექტში ამ ეტაპზე 541 ათას ლარამდე დაიხარჯა. მუშაობა დაწყებულია კურორტ ბეშუმის და მიმდებარე იალაღების (13სოფლის) ელექტროფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც გამოყოფილია 248 900 ლარი. ელეტროგადამცემი ხაზების მოწყობა ხულოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. (NS)
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)